logo_geo
eng_logo
10 დეკემბერს „საქართველოს ამერიკელი მეგობრები“ გარდენ ჰოლში საქველმოქმედო გალა საღამოს გამართავს
- +

30 ნოემბერი. 2016. 13:11



2016 წლის 10 დეკემბერს, არასამთავრობო საქველმოქმედო ორგანიზაცია

„საქართველოს ამერიკელი მეგობრები" (AFG) გარდენ ჰოლში გამართავს საქველმოქმედო გალა საღამოს. ღონისძიების მიზანია-საქართველოში ფილანტროპიის ტრადიციის აღდგენა და რისკის ქვეშ მყოფი ბავშვების და მოხუცების დახმარება.


სტუმრებისათვის გაიმართება საზეიმო მიღება, ვახშამი, კონცერტი, ცნობილი ქართველი მხატვრების ნამუშევრების აუქციონი და პრიზების გათამაშება.



საქველმოქმედო საღამოს შედეგად შეგროვებული თანხა მთლიანად მოხმარდება ორ საქველმოქმედო პროექტს: ძეგვის თავშესაფარის რეკოსნტრუქციას და პალიატიური მზრუნველობის შინ მოვლის სამსახურის გაფართოებას, რომელიც თბილისში, ფერისცვალების მონასტერთან არსებობს და ასობით უმწეო მოხუცს ეხმარება.



საქველმოქმედო საღამოში მონაწილეობას მიიღებენ სამთავრობო და არასამთავრობო ორგაიზიცების, დიპლომატიური მისიების, მსხვილი ბიზნეს კორპორაციების წარმომადგენლები. საღამო ყველა დაინტერესებულ პირს მისცემს საშუალებას ჩაერთოს ქვეყნისათვის ამ ორი უმნიშვნელოვანესი სოციალური პრობლემის გადაწყვეტაში.



საღამოს მხარდამჭერები და სპონსორები (ამ ეტაპისთვის) არიან: აშშ-ს საელჩო საქართველოში, ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში. გალა ღონისძიების გენერალური სპონსორია Petrocas Energy Group, ოქროს სპონსორი-Adjara Group Hospitality, კორპორატიული სპონსორები: Deloitte, BDO, EY, BLC, TK&K restaurants, DLA Piper, Dechert, Gvinadze & Partners, APM Terminals, PwC და სხვა მრავალი.


საქართველოს ამერიკელი მეგობრები (AFG) არის არასამთავრობო, არაკომერციული, აპოლიტიკური საქველმოქმედო ამერიკული ფონდი, რომლის დამფუძნებლები არიან ქართველი ემიგრანტების შთამომავლები-კონსტანტინე სიდამონ ერისთავი და მარუსია ჭავჭავაძე, ბორდის წევრები კი ამერიკის ყოფილი ელჩები საქართველოში და ამერიკაში მოღვაწე კულტურის, ბიზნესისა თუ სპორტის სფეროს წარმატებული წარმომადგენლები. ორგანიზაციის მისიას წარმოადგენს ჰუმანიტარული საქმიანობა და ფილანტროპიის პროპაგანდა. ორგანიზაცია 1994 წლიდან საქართველოში ახორციელბს ჰუმანიტარულ, საგანმანათლებლო, სოციალურ, სამედიცინო და გარემოსდაცვით პროექტებს. უკანასკნელი ოცი წლის განმავლობაში AFG დახმარებას უწევდა საქართველოში რისკის ქვეშ მყოფ ჯგუფებს- უმწეო მოხუცებსა და სიმსივნითა და ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს., მზრუნველობა მოკლებულ და ე.წ. ქუჩის ბავშვებს, მარტოხელა დედებს. ამასთან ერთად ორგანიზაცია ხელს უწყობს ქართული კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებასა და პოპულარიზაციას.



ჩვენი ფონდი მუდამ ღიაა თანამშრომლობისათვის. დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით. ორგანიზაციის საქმიანობისა და პროექტების შსახებ ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებსაიტს: www.afgeorgia.org






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner