საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ახალმა მინისტრმა ზურაბ ალავიძემ სამინისტროში რეორგანიზაცია გამოცხადა.
2030.news-ის ინფორმაციით, რეორგანიზაციის დაწყების შესახებ ბრძანება სამინისტროს ყველა თანამშრომელმა უკვე მიიღო.
ბრძანების ერთ-ერთი პუნქტი სამინისტროში შტატების შემცირებასაც ითვალისწინებს.
ამასთან, ზურაბ ალავიძემ თანამდებობიდან გაათავისუფლა მოადგილეები - ილია დარჩიაშვილი, თენგიზ შერგელაშვილი და ეკა სეფიაშვილი.
ალავიძე პრემიერ-მინისტრს მოადგილეების ახალ კანდიდატურებს წარუდგენს, მათ შორის იქნება ირაკლი მატკავაც.