logo_geo
eng_logo
გურიის გუბერნატორი ასოციაცია „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ თავმჯდომარეს შეხვდა
- +

30 ნოემბერი. 2016. 14:19



გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე მოადგილეებთან ერთად ასოციაცია „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის" თავმჯდომარეს მაია კვეზერელს შეხვდა.



გურიის სამხარეო ადმინისტრაციის, ოთხივე მუნიციპალიტეტისა და აღნიშნული ასოციაციის ერთობლივი ძალისხმევით გურიაში მცხოვრებ შშმ პირებს 43 სამედიცინო ეტლი საჩუქრად გადაეცა (8 ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, 19 ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, 8 ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში და 7 ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში).  ასევე, მათი კოორდინირებული მუშაობის შედეგად ოზურგეთში არსებულ დღის ცენტრებს, მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლებსა და ხანდაზმულთა სახლს უფასოდ გადაეცათ ახალი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი. სოციალურ მუშაკებსა და სპეციალისტებს ჩაუტარდათ სპეციალური ტრენინგები.



აღსანიშნავია, რომ  გურიის სამხარეო ადმინისტრაცია უკვე დიდი ხანია, რაც  აღნიშნულ ასოციაციასთან თანამშრომლობს და სამომავლოდ ერთობლივად არაერთ პროექტს განახორციელებენ.



„საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის" წარმოადგენს მოქალაქეთა არაპოლიტიკურ, არაკომერციულ, საქველმოქმედო, ნებაყოფლობით გაერთიანებას, რომლის საქმიანობის მიმართულებებია ადამიანის უფლებების დაცვა, სამშვიდობო პროცესების ხელის შეწყობა და ქველმოქმედება.


 

 

 

 

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner