ბრიუსელის ზავენტემის აეროპორტში თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა თავი - ინფორმაცია ბელგიის მთავარმა პროკურორმა ოფიციალურად დაადასტურა.
ბელგიის პროკურატურა სწავლობს შესაძლო კავშირს ბრიუსელის აეროპორტსა და მეტროში მომხდარ აფეთქებებს შორის.
აფეთქებამდე ცოტა ხნით ადრე ბრიუსელის აეროპორტში ისმოდა სროლა და შეძახილები არაბულ ენაზე.