გერმანიის კონსტიტუციური დაცვის ფედერალურმა სამსახურმა, რომელიც კონტრდაზვერვით არის დაკავებული, თავის რიგებში ერთ-ერთი პირი გამოავლინა, რომელიც რადიკალ ისლამისტებთან კავშირშია ეჭვმიტანილი. ინფორმაციას „BBC" ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, სამსახურის 51 წლის თანამშრომელი, რომლის ვინაობა არ სახელდება, ინტერნეტში ჯიჰადისტების მხარდამჭერ განცხადებებს, ასევე საიდუმლო ინფორმაციას აქვეყნებდა.
გამოცემა „Die Welt"-ის ინფორმაციით, ეჭვმიტანილი კიოლნში ტერაქტების მოწყობას აპირებდა, მაგრამ მანამდე დააკავეს.