logo_geo
eng_logo
საპატრიარქო მეუფისთვის მილიონნახევარ დოლარად შეფასებული საცხოვრებელი სახლის ჩამორთმევის შესახებ ინფორმაციას უარყოფს
- +

30 ნოემბერი. 2016. 15:19



საქართველოს საპატრიარქო უარყოფს მედიასაშუალება „პრაიმტაიმის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მეუფე თეოდორეს მილიონნახევარ დოლარად შეფასებული საცხოვრებელი სახლი ჩამოერთვა.


როგორც News.ge-ს საპატრიარქოს პრესსამსახურში განუცხადეს, „პრაიმტაიმი" დეზინფორმაციას ავრცელებს და ამის გამო საჯაროდ ბოდიშის მოხდა მოუწევს.



ეს არის საპატრიარქოს სამშობიაროს შენობა, რომელიც გაფორმდა მეუფე თეოდორეს სახელზე და მერე გადაეცა საპატრიარქოს. უნდა გაერკვიათ, რაშია საქმე", - განუცხადეს News.ge-ს საპატრიარქოს პრესსამსახურში.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner