საქართველოს საპატრიარქო უარყოფს მედიასაშუალება „პრაიმტაიმის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მეუფე თეოდორეს მილიონნახევარ დოლარად შეფასებული საცხოვრებელი სახლი ჩამოერთვა.
როგორც News.ge-ს საპატრიარქოს პრესსამსახურში განუცხადეს, „პრაიმტაიმი" დეზინფორმაციას ავრცელებს და ამის გამო საჯაროდ ბოდიშის მოხდა მოუწევს.
„ეს არის საპატრიარქოს სამშობიაროს შენობა, რომელიც გაფორმდა მეუფე თეოდორეს სახელზე და მერე გადაეცა საპატრიარქოს. უნდა გაერკვიათ, რაშია საქმე", - განუცხადეს News.ge-ს საპატრიარქოს პრესსამსახურში.