logo_geo
eng_logo
ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5352 ლარი გახდა
- +

30 ნოემბერი. 2016. 17:39



ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5352 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში გაუფასურდა. ხვალიდან, ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.5352 ლარი იქნება. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5311 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0041 ლარი შეადგინა.



ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი ევროს შეძენა 2.6980 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.6825 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0155 ლარი შეადგინა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner