logo_geo
eng_logo
ბაღებსა და პარკებში საშემოდგომო რგვები მიმდინარეობს
- +

30 ნოემბერი. 2016. 17:39



შპს „თბილსერვის ჯგუფი" მის მოვლა-პატრონობაში არსებულ პარკებსა და ბაღებში საშემოდგომო გამწვანებით სამუშაოებს განაგრძობს. აქციის ფარგლებში სულ ოთხი სახეობის ხე - 73 დასავლეთის ტუია, 53 ესპანური სოჭი, 18 მჩხვლეტავი ნაძვი და 17 უთხოვარა დაირგვება.


გამწვანებითი სამუშაოები ვაკისა და რიყის პარკებში, ასევე 9 აპრილის, დედა ენის, ვერისა და გოძიაშვილის სახელობის ბაღებში მიმდინარეობს. აღნიშნულ პარკებსა და ბაღებში გამწვანების აქცია  დღის ბოლომდე დასრულდება და საერთო ჯამში 161 ახალი ხე-მცენარე დაირგვება.


შეგახსენებთ, რომ შპს „თბილსერვის ჯგუფის" მოვლა-პატრონობაში არსებულ ბაღებსა და პარკებში ხეების დარგვა გუშინ დაიწყო და დღის განმავლობაში ოთხივე სახეობის 24 ახალი ხე-მცენარის დარგვა განხორციელდა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner