ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი ბრიუსელში მომხდარ თავდასხმებს გამოეხმაურა.
„შოკირებული ვარ დღეს დილით ზავენტემის აეროპორტსა და ბრიუსელის ევროპულ რაიონში მომხდარი აფეთქებებით, რასაც რამდენიმე უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, სხვა ბევრი კი დაშავდა. თანაგრძნობას ვუცხადებ დაღუპულთა ნათესავებსა და მეგობრებს", - ნათქვამია დონალდ ტუსკსი განცხადებაში.
მისი თქმით, ევროკავშირი ყველაფერს გააკეთებს, რათა დაეხმაროს ბრიუსელს, ბელგიასა და მთელ ევროპას წინააღმდეგობა გაუწიოს ტერორისტულ საფრთხეს.