ქ. ბრატისლავაში რიგით 25-ე საშობაო საქველმოქმედო ბაზრობა გაიმართა, რომელიც სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრის პატრონაჟითა და სლოვაკეთის რესპუბლიკაში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების თანამონაწილეობით ჩატარდა.
სლოვაკეთში საქართველოს საელჩომ, ტრადიციისამებრ, წელს კვლავ მიიღო საშობაო ბაზრობაში მონაწილეობა. ქართულ დახლზე წარმოდგენილი იყო ქართული პროდუქცია. ბაზრობაზე დაგროვილი თანხა საელჩომ საქველმოქმედო ფონდში გადარიცხა, რომელიც მოხმარდება შეზღუდული უნარების მქონე ბავშვების სარეაბილიტაციო ინფრასტრუქტურისა თუ პროცედურების დაფინანსებას, აგრეთვე მიუსაფარ ბავშვთა სახლებისთვის საჭირო ინვენტარის შეძენას.