ჟურნალისტი ნინო კვაჭანტირაძე facebook-ზე შემდეგ პოსტს აქვეყნებს:
„სააკაძის ხიდის ქვეშ გავძვერი, გავჩერდი თუ არა უცებ იხუვლა და მანქანა კაცების ალყაში აღმოჩნდა, ვხედავ ერთი- "კაპოტზე" გაწვა და ყვირის:
- გადით , მე ვიყავი პირველი, მე. ქალბატონო, მითხარი რა გინდა, „ციკლოვკა", კაფელი, რემონტი, დრელი, ყველაფერს ვაკეთებ, ყველაფერს... ამასობაში სხვები ყურადღების მისაქცევად ფანჯარაზე მიკაკუნებენ. ახლა მე ვყვირი...
- გადით, მაცადეთ მანქანიდან გადმოვალ.
- აგერ ქალბატონო, აგერ ვარ მე, მე-იძახინ.
-მომისმინეთ, ეზო მაქვს დასაბარი, ეზოოოო, ეს ვთქვი და დავინახე, კაცი როგორ ტყვიანაკრავივით გადახტა ჩემი მანქანის კაპოტიდან, ალყაც გაიშალა და "დისლოკაციის" ადგილებისკენ გაბრუნდნენ
- ეე, სად მიდიხართ, პატარა ეზო მაქვს დასაბარი.
- მიწას და ბარს ჭიათურიდან გამევექეცი, აქანე რაის მიწა გინდა, რა უნდა გადამიხადო ახლა მაგის დაბარვაში - მომაძახა უკვე თითქმის გაბრაზებულმა კაი იმერელმა კაცმა და დამტოვა გაღიმებული...
ეზოს დაბარვა ქურთის ბიჭი დამპირდა, 20 ლარად მომირიგდა, თან ნაგავს გაიტანს და დაალაგებს!!!!
(სერიიდან-ვაი, ჩვენს პატრონს)", - წერს ჟურნალისტი.