logo_geo
eng_logo
ზაქარია ქუცნაშვილი: დღევანდელი საპენსიო სისტემა ძალიან ნაკოვანია
- +

1 დეკემბერი. 2016. 01:17



„მე ზოგადად წინააღმდეგი ვარ იმ საპენსიო სისტემის, რომელიც დღეს საქართველოში მოქმედებს. ეს საბჭოური სისტემაა. ყოჩაღებიც და ზარმაცებიც ერთნაირ პენსიას იღებენ",- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა ტელეკომპანია „იბერიის" ეთერში განაცხადა. როგორც ქუცნაშვილი აღნიშნავს, ხელისუფლება მუშაობს პროექტზე, რომ 2018 წლიდან საპენსიო სისტემა დაგროვითზე გადავიდეს.


„დღევანდელი საპენსიო სისტემა არის ძალიან ნაკოვანი. უსამართლოა თავისი არსით. ამიტომ ვგეგმავთ 2018 წლიდან გადავიდეთ დაგროვით საპენსიო სისტემაზე, რომ ადამიანის შრომაზე იყოს დამოკიდებული პენსია და არა ხელისუფლების კეთილ სურვილზე ან ბიუჯეტში ფულის რაოდენობაზე. რა თქმა უნდა, ძველ პენსიონერებს ეს ნაკლებად შეეხებათ",- განაცხადა ქუცნაშვილმა. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner