logo_geo
eng_logo
მიხეილ სააკაშვილი: ჩემი მეუღლე და ვაჟი იმყოფებოდნენ ბრიუსელის აეროპორტში...
- +

22 მარტი. 2016. 15:07



საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მიხეილ სააკაშვილი ბრიუსელში მომხდარ აფეთქებებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს:


„ჩემმა მეუღლემ და ვაჟმა რამდენიმე საათი გაატარეს ბრიუსელის აეროპორტში, რომელიც დღეს დილით ააფეთქეს ტერორისტებმა. ისინი ტერაქტამდე რამდენიმე საათით ადრე გამოფრინდნენ. როცა მე ამ ტრაგედიის შესახებ წავიკითხე, უკვე ვიცოდი, რომ მათ გამოფრენა მოასწრეს, მაგრამ მაშინვე ვიფიქრე იმ მსხვერპლის ახლობლებსა და ნათესავებზე, რომლებიც ვერ გადარჩნენ. ეს საშინელი ტრაგედიაა და სამწუხაროდ, როგორც ჩანს, არ არის უკანასკნელი. ეს არის ბიუროკრატიის, სისუსტისა და მკაცრი გადაწყვეტილებების მიღების არცოდნის ბრალი", - წერს მიხეილ სააკაშვილი.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner