ალაბამასა და მისისიპის შტატებს ტორნადოების სერიამ გადაუარა. სტიქიამ ალაბამაში ორი ქალაქი დააზარალა. მაშველების ინფორმაცით, ქალაქ როზალიში ქარბორბალას ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა. დაღუპულია სამი ადამიანი, მათ შორის ბავშვიც.
ქალაქ იდერში კი ტორნადოს შედეგად 4 მცირეწლოვანი დაშავდა. სტიქიამ რამდენიმე დასახლება დააზარალა მისისიპიშიც, სადაც სამი ტორნადო დაფიქსირდა.