თბილისში სოლიდური სიმსივნით დაავადებული ბავშვების უფასო სარეაბილიტაციო სახლი აშენდება, რომელიც 20 ბავშვს და მშობლებს გაუწევს 24 საათიან მომსახურებას. იმუშავებს 50 ბავშვსა და მათ მშობლებზე გათვლილი დღის ცენტრი.
ბავშვთა რეაბილიტაცია გულისხმობს სოლიდური სიმსივნის დაავადებების მქონე ბავშვებზე ზრუნვას. რეაბილიტაცია მოიცავს, როგორც დაავადებით გამოწვეული სიმპტომების შემსუბუქებას, ასევე ბავშვისა და ოჯახისათვის ფსიქოლოგიური და სულიერი მხარდაჭერის გაწევას, რაც მიიღწევა ბავშვთა და მათ მშობელთა ჩაბმით აქტიურ ცხოვრებაში, არტ თერაპიით, შემეცნებით-გასართობი და სხვადასხვა სახის ღონისძიებებით.
სარეაბილიტაციო სახლის მშენებლობა 2017 წლის აპრილში დაიწყება და სავარაუდოდ, 2018 წლის ოქტომბერში დასრულდება.