logo_geo
eng_logo
საქართველოში სოფლის მეურნეობის მე-16 საერთაშორისო გამოფენა გაიმართება
- +

1 დეკემბერი. 2016. 01:51



სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების საერთაშორისო გამოფენა წარმოადგენს საქართველოში აგრო მიმართულების ერთადერთ მასშტაბურ ღონისძიებას, სადაც წარმოდგენილია სფეროში არსებული უახლესი ტექნოლოგიები, მიმდინარე ტენდენციები, მანქანა-დანადგარები და მომსახურება.


გამოფენაზე წარმოდგენილია სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, მანქანა-დანადგარები, ტარა და შესაფუთი მასალები, სასათბურე მეურნეობის ტექნოლოგიები და აღჭურვილობა, სარწყავი სისტემები, ლაბორატორიული აღჭურვილობა, სარგავი და სათესლე მასალები, სასუქი და პესტიციდები, საკონსულტაციო მომსახურება და თანამედროვე ტექნოლოგიები, ასევე სასმელები და კვების პროდუქტები.


Agro/Food/Drink/Tech 2016-ის ფარგლებში, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ევროკავშირის პროგრამის ENAPRD-ის მხარდაჭერით, უკვე მეორე წელია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მიერ წარმოებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა იმართება.


გამოფენაში მონაწილეობით სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს შესაძლებლობა ეძლევათ დაუკავშირდნენ მიზნობრივ ჯგუფებს კვების მრეწველობის პროფესიონალებსა და პოტენციურ მყიდველებს.


ყოველწლიურად იზრდება როგორც გამოფენაში მონაწილე კომპანიების, ასევე გამოფენის ვიზიტორთა რაოდენობა. შესაბამისად, აღნიშნული გამოფენა წარმოადგენს ბიზნესის განვითარების და ახალი კონტაქტების დამყარების კარგ შესაძლებლობას.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner