ხელვაჩაურში 50 ეკომიგრანტ ოჯახს ბინები გადაეცა. ორი 5 სართულიანი სოციალური სახლი აშენდა. საცხოვრებელი კორპუსები ადაპტირებულია შშმ პირთათვის. სოციალური სახლის მშენებლობისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2 200 000 ლარი დაიხარჯა. მათი მშენებლობა 2014 წელს დაიწყო. აღნიშნული პროექტი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში პირველად განხორციელდა.
საქართველოს მასშტაბით 2012 წლის ოქტომბრიდან დღემდე საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფილია 519 ეკომიგრანტი ოჯახი.