logo_geo
eng_logo
ქრთამის აღების ფაქტზე სამეგრელო - ზემო სვანეთის სატყეო სამსახურის წარმომადგენელი დააკავეს
- +

1 დეკემბერი. 2016. 10:47



საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ „ეროვნული სატყეო სააგენტო"- ს სამეგრელო - ზემო სვანეთის სატყეო სამსახურის წარმომადგენელი დააკავა.


„გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, 1 700 ლარის ოდენობის ქრთამის სანაცვლოდ, ერთ-ერთი მოქალაქის სასარგებლოდ, მის დაქვემდებარებაში არსებულ სატყეო უბნის ტერიტორიაზე უზრუნველყო მერქნული რესურსის უკანონოდ მოპოვება და მოჭრილი ხის მასალის ტრანსპორტირება, ისე რომ არ განუხორციელებია მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი არც ერთი პროცედურა. საგამოძიებო სამსახურმა საჯარო მოხელის მიერ ქრთამის სახით აღებული თანხა ნივთმტკიცებად ამოიღო.

 

 

აღნიშნულ საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338- მუხლის პირველი ნაწილით, რაც  სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner