logo_geo
eng_logo
დღეს ლადო გუდიაშვილის საგამოფენო დარბაზში, რიგით მეოთხე საზეიმო გამოფენა „1+70 უცნობი“ გაიხსნება
- +

1 დეკემბერი. 2016. 11:04



2016 წელს, ქართული თანამედროვე ხელოვნების ერთ-ერთი ფუძემდებლის - ლადო გუდიაშვილის 120 წლის იუბილე აღინიშნება.


ამ თარიღთან დაკაშირებით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით, ლადო გუდიაშვილის ფონდი 4 საიუბილეო გამოფენას უწევს ორგანიზებას.



1 დეკემბერს, 19:00  საათზე, ლადო გუდიაშვილის საგამოფენო დარბაზში, რიგით მეოთხე საზეიმო გამოფენა „1+70 უცნობი" გაიხსნება.  ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება მხატვრის მიერ ბოლო წლებში შესრულებული სრულიად უცნობი გრაფიკული ნამუშევრები. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრება.



ექსპოზიციის დათვალიერების საშუალება მსურველებს შეეძლებათ ლადო  გუდიაშვილის ფონდის  საგამოფენო დარბაზში  ყოველდღე, 11 საათიდან  18:30 საათამდე, ორშაბათისა და ოფიციალური დასვენების დღეების გარდა.



ლადო გუდიაშვილის 120 წლის იუბილესთან დაკავშირებით, პირველი საზეიმო გამოფენა 6 მაისს გაიხსნა, სადაც მხატვრის მიერ 40-იან წლებში შესრულებული ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები გამოიფინა. რიგით მეორე გამოფენა  მოეწყო 22 ივნისს, სადაც წარმოდგენილი იყო მხატვრის მიერ 1930-50 წლებში შესრულებული  ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები. ლადო გუდიაშვილის 120 წლის იუბილესადმი მიძღვნილი  რიგით მესამე გამოფენა კი 1 ნოემბერს  გაიხსნა. 



მხატვრის საიუბილეო წელს, მისივე სახელობის საგამოფენო დარბაზში დაარსდა  ლადო გუდიაშვილის ხელოვნების სტუდია, რომელიც სასკოლო ასაკის ბავშვებს შეასწავლის მსოფლიო ხელოვნების ისტორიას.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner