მთავარი პროკურორის მოადგილის გიორგი გოგაძის განცხადებით, კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი გიორგი დგებუაძე საქართველოში მკვლელობის ჩადენის გამოა ექსტრადირებული.
„ძალიან ძნელია, ვინმე გამორიცხო ან ჩართო იმ სიაში, ვისაც შეიძლება ამ საქმესთან კავშირი ჰქონდეს. თუმცა, პროკურატურა ყველა შესაძლო მიმართულებით მუშაობს და ამიტომ წინასწარ რაიმეს გამორიცხვა ან დაკონკრეტება არასწორი იქნება", - განაცხადა გიორგი გოგაძემ.
კითხვაზე, დაიკითხება თუ არა გიორგი დგებუაძე, მეტსახელად „მასტერა" ფარული ჩანაწერების საქმეზე, გოგაძის თქმით, ამას კონკრეტული გამომძიებელი გადაწყვეტს.
„იმაზე საუბარი არასერიოზულია, რომ პროკურატურამ „მასტერა" ჩამოიყვანა ფარული ჩანაწერების საქმესთან დაკავშირებით, ჰოლანდიაში ვინახავდით „მასტერას" და როცა დაგვჭირდა, მაშინ დავსვით თვითმფრინავზე, ეს ხომ არასერიოზულია", - განაცხადა გიორგი გოგაძემ.