იტალიის ქალაქ პადუაში 26 წლის ქართველი ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს. 26 წლის ბიჭს 20 ნოემბრის შემდეგ ეძებდნენ.
თითქმის 10-დღიანი ძებნის შემდეგ მამაკაცი გუშინ შუადღისას გარდაცვლილი იპოვეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ცხედარი მდინარემ გამორიყა და ის ველოსიპედისტებმა იპოვეს, შემდეგ კი სამართალდამცველებს შეატყობინეს.