logo_geo
eng_logo
1 დეკემბერი შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღეა
- +

1 დეკემბერი. 2016. 12:07


1 დეკემბერს შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღე აღინიშნება, რომლიც შიდსის პანდემიის მიმართ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.


შიდსის ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში 2016 წლის 1 დეკემბრის მონაცემებით ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრში რეგისტრირებულია: აივ-ით ინფიცირების 6065 შემთხვევა, აქედან 4508 კაცია, 1557 - ქალი.


პაციენტთა უმრავლესობის ასაკი 29-დან 40 წლამდეა.


შიდსი განუვითარდა 3339 პაციენტს, 1201 გარდაიცვალა.


2016 წელს საქართველოში 663 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. არვ მკურნალობაზე 3550 პაციენტია, მათ შორის აფხაზეთში 401.


შიდსთან ბრძოლის დღის აღნიშვნის იდეა 1988 წელის შიდსის პრევენციის პროგრამით ჯანდაცვის მინისტრების სამიტზე გაჩნდა. მას შემდეგ ეს იდეა მრავალმა მთავრობამ, საერთაშორისო და საქველმოქმედო ორგანიზაციამ მიიღო მთელ მსოფლიოში.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner