logo_geo
eng_logo
კახა კახიშვილი: ის მასალა, რაც ხელისუფლებას დახვდა, ზღვაში წვეთია, რადგან მასშტაბები ძალიან დიდი იყო!
- +

22 მარტი. 2016. 15:18



პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებას „კვირის პალიტრასთან"  ინტერვიუში სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახი კახიშვილი გამოეხმაურა. მისი თქმით, წინა ხელისუფლების დროინდელ სპეცსამსახურებს ის კი არ აინტერესებდათ, ვის რა სექსუალური გემოვნება აქვს, არამედ ეს კადრები კომპრომატი უნდა ყოფილიყო, რასაც შანტაჟისთვის გამოიყენებდნენ. 


2013 წელს, ფარული ჩანაწერების საკითხზე მომუშავე დროებითი სახელმწიფო კომისიის გადაწყვეტილებით, ძველი ხელისუფლების პირობებში გადაღებული პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერები განადგურებულია. მაშინ კახი კახიშვილი, რომელიც კომისიის წევრი იყო, ამას ეწინააღმდეგებოდა. მისი მთავარი არგუმენტი იყო, ნივთმტკიცებების, რომელიც აუცილებელია სისტემური დანაშაულის გამოსავლენად, განადგურება დაუშვებელი იყო.



„2013 წელს, როდესაც კომისია გადაწყვეტილებას იღებდა (რომლის წევრი მეც გახლდით არასამთავრობო ორგანიზაციიდან), უმცირესობაში ვიყავი და ჩემი განსხვავებული აზრი ოფიციალურად დავურთე ოქმს, სადაც პუნქტობრივად ჩამოვაყალიბე მოსაზრება, თუ რატომ არ შეიძლებოდა ამ მასალის განადგურება - ხვალ-ზეგ რომ გამოქვეყნდეს და შემდეგ გაჩნდეს აუცილებლობა ამ მასალებზე გამოძიების დაწყებისა, კვალი იქნება წაშლილი-მეთქი. ეს აზრი დღესაც აქტუალურია...

 

არ ვიცი, რა შანსები აქვს და რა ეტაპზეა გამოძიება, მაგრამ მე ვსაუბრობ არა ერთ-ორ ფაილზე, არამედ ბევრზე. ვაცხადებდი, რომ იმ მასალებთან დაკავშირებით, რომელიც შსს-სა და თავდაცვაში აღმოაჩინეს, გამოძიება უნდა ჩატარებულიყო. ჩემი აზრით, ის მასალა, რაც ხელისუფლებას დახვდა, ზღვაში წვეთია, რადგან მაშტაბები ძალიან დიდი იყო. საერთოდ, როცა რაღაცას იღებ და ფიქრობ, რომ ღირებულია, ინახავ კიდეც. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ მასალები თან წაიღეს.

 

წინა ხელისუფლების დროინდელ სპეცსამსახურებს ის კი არ აინტერესებდათ, ვის რა სექსუალური გემოვნება აქვს, არამედ ეს კადრები კომპრომატი უნდა ყოფილიყო, რასაც შანტაჟისთვის გამოიყენებდნენ", - აცხადებს კახიშვილი.






 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner