logo_geo
eng_logo
შინაგან საქმეთა მინისტრმა ორი მოადგილის შტატი გააუქმა
- +

1 დეკემბერი. 2016. 12:34



შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის ინიციატივით, საბიუჯეტო თანხების დაზოგვის მიზნით, შს მინისტრის 2 მოადგილის საშტატო ერთეული გაუქმდა.


შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულებაში აღნიშნულ ცვლილებას მხარი მთავრობამ, მინისტრთა კაბინეტის ბოლო სხდომაზე დაუჭირა და ის ძალაში დღეიდან შევიდა.



ცვლილება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის დადგენილების მე-6 მუხლში შევიდა, რომლითაც შს მინისტრს პირველ მოადგილესთან ერთად, ხუთის ნაცვლად, სამი მოადგილე ეყოლება.






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner