logo_geo
eng_logo
კომერციულ ბანკებში ერთი დოლარის გასაყიდი ფასი 2.65 ლარს მიაღწია
- +

1 დეკემბერი. 2016. 12:45



კომერციულ ბანკებში ერთი დოლარის ღირებულებამ 2.65 ლარს, ხოლო ერთი ევროს ღირებულებამ 2.84 ლარს მიაღწია. 


„საქართველოს ბანკში" ერთი ამერიკული დოლარის ყიდვა 2,65 ლარად არის შესაძლებელი, გაყიდვა - 2.56 ლარად.  ერთი ევრო 2.84 ლარი ღირს, ხოლო მისი გაყიდვის შემთხვევაში მომხმარებელი 2.70 ლარს მიიღებს.


„თიბისი ბანკში" მომხმარებელს ერთი ამერიკული დოლარის ყიდვა 2.6440 ლარად შეუძლია, გაყიდვა 2.5660 ლარად.  ერთი ევროს ყიდვა 2.8370 ლარად არის შესაძლებელი, ხოლო გაყიდვა 2.7010 ლარად.


„ლიბერთი ბანკში" ერთი დოლარის ღირებულება 2.64 ლარია, ხოლო მისი ჩაბარებას შემთხვევაში მომხმარებელი 2.54 ლარს მიიღებს. ერთი ევროს შეძენა 2.8380 ლარად იქნება შესაძლებელი, გაყიდვის შემთხვევაში კი მომხმარებელი 2.6720 მიიღებს.


ბანკ „ქართუში" ერთი ამერიკული დოლარის ღირებულმა 2.6250 ლარია, ხოლო მომხმარებელს ერთი დოლარის გაყიდვა 2.5450 ლარად შეუძლია. ერთი ევროს ღირებულება 2.82 ლარია, ხოლო მისი გაყიდვა 2.70 ლარად არის შესაძლებელი.


დაახლოებით იგივე მდგომარეობაა სავალუტო ჯიხურებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner