logo_geo
eng_logo
ვლადიმირ პუტინმა და რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა ალეპოში შექმნილი ვითარება განიხილეს
- +

1 დეკემბერი. 2016. 12:57



კრემლის პრესსამსახურის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თურქეთის პრეზიდენტთან რეჯეფ ტაიპ ერდოღანთან ტელეფონით სირიის ქალაქ ალეპოში შექმნილი ვითარება განიხილა.


უცნობია მათი საუბრის შინაარსი. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტებს შორის აზრთა გაცვლა-გამოცვლა მოხდა.


სატელეფონო საუბრამდე რუსეთის ხელისუფლებამ თურქეთისგან პრეზიდენტისგან ახსნა-განმარტებები მოითხოვა მისი განცხადების გამო, რომ სირიაში თურქეთის ოპერაციის მიზანს ბაშარ ასადის რეჟიმის დამხობა წარმოადგენს.


„ჩვენ იქ ვართ იმისთვის, რომ სამართლიანობა აღვადგინოთ. ჩვენ სირიაში მოვედით, რომ დავასრულოთ  სასტიკი ტირანის, ასადის მმართველობა, რომელმაც ქვეყანაში სახელმწიფო ტერორი მოაწყო", - განაცხადა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner