logo_geo
eng_logo
ლადო ბოჟაძე: არსებობს რეალური საფრთხე, რომ ადამიანებმა არჩევნებში მონაწილეობა ვერ შეძლონ!
- +

ავტორი ნინო ჯიბუტი

22 მარტი. 2016. 15:22


 

„სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიის განვითარების ცენტრის" დირექტორმა ლადო ბოჟაძე „რეპორტიორში" გამართულ ბრიფინგზე, იმ სამართლებრივ გამოსავალზე ისაუბრა, რომლის მიხედვითაც, ამომრჩევლებს საშუალება მიეცემათ, ფაქტობრივი მისამართის მიხედვით  მიიღონ კენჭისყრაში მონაწილეობა.



„მინდა გამოვეხმაურო სამუშაო ჯგუფის შექმნას საარჩევნო საკითხებზე, რომლებიც ხელისუფლებისა და ოპოზიციის ფაქტობრივ თანამშრომლობას ითვალისწინებს. რომლის მიზანიც არის 15 აპრილამდე დასრულდეს  იმ საკითხების მოგვარება, რომელიც საარჩევნო კოდექსში არსებობს. როგორც ხელისუფლებას, ასევე ამ სამუშაო ჯგუფს მივმართავ, რომ საქმე ეხება ამომრჩეველთა სიებს. დღევანდელი მონაცემებით ამომრჩევლთა სიაში შეყვანილი არ არის 200 0000-ზე მეტი საქართველოს მოქალაქე, რომლებსაც კანონმდებლობის საფუძველზე სხვადასხვა მიზეზით შეჩერებული აქვთ რეგისტრაცია და ირღვევა მათი კონსტიტუციური უფლება, გამოიყენონ საკუთარი საარჩევნო აქტიურობის უფლება. გარდა ამისა, მინდა აღვნიშნო, რომ ამომრჩეველთა სიაში 650 000 - მდე ამომრჩევლის რეგისტრაციის მისამართი და მათი ფაქტობრივი მისამართი არ ემთხვევა ერთმანეთს. არსებობს რეალური საფრთხე, რომ ადამიანებმა ვერ შესძლონ არჩევნებში მონაწილეობა.

 

ხელისუფლებას ვთავაზობ სამართლებრივ გამოსავალს, რათა  ამომრჩევლებს მიეცეთ უფლება, რომ ფაქტობრივი მისამართის მიხედვით შეძლონ კენჭისყრაში მონაწილეობა. მათ ჰქონდეთ უფლება, კენჭრისყრის მეთექვსმეტე დღემდე მიმართონ იმ საარჩევნო უბანს, რომლის ტერიტორიაზეც არის მათი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი. მიმართონ განცხადების საფუძველზე და მოხდეს ამ ადამიანებისთვის ხმის მიცემის საშუალება, ოღონდ მხოლოდ პროპორციული ნიშნით და ეს თავად ამომრჩევლის გადაწყვეტილება იქნება,  გამოიყენოს ორივე მისთვის მინიჭებული უფლება, როგორც პროპორციული,  ასევე მაჟორიტარული წესით მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა.  მაშინ ვალდებული იქნება გამოცხადდეს იმ საარჩევნო უბანზე, სადაც რეგისტრაცია  აქვს გავლილი როგორც ამომრჩეველს. ხოლო, თუ მას არ ექნება საშუალება, წაბრძანდეს იქ სადაც არის მისი რეგისტრაციის მისამართი, მაშინ ის შეძლებს მისცეს ხმა, კიდევ ვიმეორებ, მხოლოდ პროპორციული ნიშნით იმ მისამართზე, სადაც არის მისი ფაქტობრივი მისამართი.

 

გარდა ამისა, ამომომრჩეველთა სიაში დაახლოებით 800 000 ათასამდე ამომრჩეველია შეყვანილი, რომელიც ფიზიკურად არ ცხოვრობს საქართველოში. ეს რიცხვები მინდოდა კიდევ ერთხელ  მომეყვანა იმის მაგალითად, რომ  საქართველოს პარლამენტში განიხილება კანონპროექტი ხმების სავალდებულოობის  და გარკვეული ფინანსური ჯარიმების ან სხვა სახის პასუხისმგებლობის თაობაზე. წარმოუდგენელია, ადამიანებს, რომლებიც ფიზიკურად არ იმყოფებიან საქართველოში,  დავაკისროთ რაიმე სახის სანქციები, იმის გამო რომ ვერ იღებენ არჩევნებში მონაწილეობას. შეგახსენეთ, რომ 650 000-ზე მეტი ამომრჩეველი ცხოვრობს ფაქტობრივად სხვა მისამართზე, განსხვავებით მისი იურიდიული მისამართისა.  ასევე შეიძლება,  ამ ადამიანებმა ფიზიკურად ვერ მოახერხონ სწორედ ამ მიზეზის გამო არჩევნებში მოანიწილეობა. წარმოუდგენელია, ამ ადამიანების ამის გამო პასუხისგებაში მიცემა, დაჯარიმება ან რაიმე სხვა სახით დასჯა. თუმცა, არსებობს სამართლებრივი რეგულაციის გზები და ამის გამოცდილება ჩვენს ქვეყანას უკვე გააჩნია.  2012 წელს გარდამავალ დებულებაში 184 მუხლის მეცხრე პარაგრაფში გაიწერა, რომ ამ ადამიანებს შეეძლებათ ხმის მიცემა, ბოლო რეგისტრაციის მიხედვით, იქ სადაც გაუუქმდათ რეგისტრაცია და ისინი ამომრჩეველთა სიაში შეყვანილი იქნებიან ბოლო მისამართის მიხედვით.  ასეთი ადამიანების სპეციალური სია უნდა შეიქმნას, რომელსაც იუსტიციის სამინისტროს შებამისი სამსახური ცალკე გადაუგზავნის საარჩევნო ადმინისტრაციას და ეს სია ცალკე შეიძლება ბოლო რეგისტრატორთან იყოს თავმოყრილი, რომ დამკვირვებლებს, პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს შეეძლოთ გააკონტროლონ რაიმე გაუგებრობა რომ არ მოხდეს ამ სიებთან დაკავშირებით. სამაგირეოდ, ტექნიკური საშუალების მიცემით, ჩვენ შევძლებთ,  200 000 ადამიანს აღვუდგინოთ კონსტიტუციური უფლება მონაწილება მიიღონ არჩევნებში.

 

ყველა დამეთანხმება, რომ რაც უფრო მეტი ამომრჩეველი მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, მით უფრო ლეგიტიმური იქნება არჩეული ორგანი და უფრო მაღალი იქნება არჩეული პირების ლეგიტიმაცია.

 

ჩვენ ამ საკანონმდებლო წინადადების პროექტს წარვუდგენთ  საქართველოს პარლამენტს, როგორც საკონონმდებლო წინადადებას და ასევე ტექნიკურ ჯგუფს გადავუგზავნით, რათა ეს საკითხები რომლებზეც ვისაუბრე მოხდეს იმ საკითხთა ნუსხაში, რის გამოც შეიქმნა სწორედ ეს ტექნიკური ჯგუფი" , - განაცხადა ბოჟაძემ.

 


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner