logo_geo
eng_logo
საქართველოში ტურისტების რაოდენობა 20.9 %-ით გაიზარდა წინა წლის ოქტომბერთან შედარებით
- +

1 დეკემბერი. 2016. 14:21



ოქტომბერში ტურისტების რაოდენობამ მთლიანი ვიზიტორების 40.9% შეადგინა. თავის მხრივ, ქვეყანაში შემოსული ვიზიტორების რაოდენობა 2016 წლის ოქტომბერში წინა წელთან შედარებით, 4.5 %-თაა გაზრდილი.



საქართველოს ეროვნული ბანკის ოქტომბრის „თვის მიმოხილვის" თანახმად, რომ  საანგარიშო თვეში, საერთაშორისო ვიზიტორების ზრდა ძირითადად აზერბაიჯანიდან (10 %), რუსეთიდან (13 %) და ირანიდან (345 %) შემომსვლელების მატების შედეგია. მნიშვნელოვანი იყო ისრაელიდან (82 %) შემოსული ვიზიტორების ზრდა.


ოქტომბერში რეგიონის ქვეყნებიდან მოიკლო თურქეთიდან (16.6 %) და სომხეთიდან (2.1 %) შემომსვლელებმა. ძირითადი ქვეყნებიდან ზრდას განაგრძობს უკრაინიდან და გერმანიიდან შემოსული ვიზიტორები.


საანგარიშო თვეში შემცირებულია ტრანზიტული ვიზიტების რიცხოვნობა. ჯამურად, ტრანზიტულმა ვიზიტებმა 23.1 % შეადგინა და წლიურად 6.6 %-ით შემცირდა.


მიმოხილვაში დეტალურად არის გაანალიზებული გასული თვის მაკროეკონომიკური პარამეტრები და ქვეყნის საბანკო და საფინანსო სექტორებში არსებული მდგომარეობა. გამოცემის მიზანია უზრუნველყოს ფართო საზოგადოებისათვის ქვეყნის მოკლევადიანი (ერთთვიანი) მაკროეკონომიკური ანალიზის ოპერატიულად მიწოდება.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner