ოქტომბერში ტურისტების რაოდენობამ მთლიანი ვიზიტორების 40.9% შეადგინა. თავის მხრივ, ქვეყანაში შემოსული ვიზიტორების რაოდენობა 2016 წლის ოქტომბერში წინა წელთან შედარებით, 4.5 %-თაა გაზრდილი.
საქართველოს ეროვნული ბანკის ოქტომბრის „თვის მიმოხილვის" თანახმად, რომ საანგარიშო თვეში, საერთაშორისო ვიზიტორების ზრდა ძირითადად აზერბაიჯანიდან (10 %), რუსეთიდან (13 %) და ირანიდან (345 %) შემომსვლელების მატების შედეგია. მნიშვნელოვანი იყო ისრაელიდან (82 %) შემოსული ვიზიტორების ზრდა.
ოქტომბერში რეგიონის ქვეყნებიდან მოიკლო თურქეთიდან (16.6 %) და სომხეთიდან (2.1 %) შემომსვლელებმა. ძირითადი ქვეყნებიდან ზრდას განაგრძობს უკრაინიდან და გერმანიიდან შემოსული ვიზიტორები.
საანგარიშო თვეში შემცირებულია ტრანზიტული ვიზიტების რიცხოვნობა. ჯამურად, ტრანზიტულმა ვიზიტებმა 23.1 % შეადგინა და წლიურად 6.6 %-ით შემცირდა.
მიმოხილვაში დეტალურად არის გაანალიზებული გასული თვის მაკროეკონომიკური პარამეტრები და ქვეყნის საბანკო და საფინანსო სექტორებში არსებული მდგომარეობა. გამოცემის მიზანია უზრუნველყოს ფართო საზოგადოებისათვის ქვეყნის მოკლევადიანი (ერთთვიანი) მაკროეკონომიკური ანალიზის ოპერატიულად მიწოდება.