logo_geo
eng_logo
მოწმე: გერონტი ალანიამ დამირეკა და შარდენის ქუჩაზე დავალებაზე წამიყვანა
- +

1 დეკემბერი. 2016. 14:25



დავით ქოქიაშვილი, რომელიც 2006 წელს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტში მუშაობდა, სანდრო გირგვლიანის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში დაჰკითხეს.


მოწმემ განაცხადა, რომ მას ალანიამ დაურეკა და შარდენის ქუჩაზე დავალებაზე წაიყვანა.


ლესელიძის ქუჩაზე ყოფნისას, ქოქიაშვილის თქმით, დაინახა მელნიკოვი, და საპირისპირო მიმართულებიდან დაინახა სოსო თოფურიძის ავტომანქანა.


მოწმე დავით ქოქიაშვილი აცხადებს, რომ მის მანქანაში ჩასვეს სანდრო გირგვლიანი და ალექსანდრე ბუხაიძე.


მოწმე დავით ქოქიაშვილმა განაცხადა, რომ გერონტი ალანიამ უთხრა, დათა ახალაიამ დაურეკა და ღონისძიებაზე იბარებდა.


ვიფიქრე, ჩვეულებრივად დაკავებულები იყვნენ ეს პირები და წავედი სამსახურისკენ, უკვე რუსთაველის გამზირზე რომ ვიყავით, ალანიამ, რომელიც ტელეფონზე საუბრობდა, მითხრა, მოატრიალეო. წავედით ოქროყანის მიმართულებით. მოვიდა მეორე ჯგუფიც, მანქანა გავაჩერე და ეს პირები გადმოიყვანეს მანქანიდან, თოვლზე დააწვინეს, ვიკითხე, რა ხდება-თქო და მითხრეს, მანქანაში დარჩიო. ამის შემდეგ გავიგე გასროლის ხმა, გადმოვედი მანქანიდან, ბიბილურიძეს დავუძახე, რა ხდება, ხომ მშვიდობაა, მითხრეს, კი, ახლავე მოვალთო. გარეთ მოყინული იყო და რომ არ დავარდნილიყავი, მანქანაში დავჯექი, როგორც მერე გავიგე, გასროლა ბიბილურიძემ განახორციელა", - განაცხადა ქოქიაშვილმა.



მოწმის ჩვენების მიხედვით, მან რამდენიმე დღის შემდეგ გაიგო, რომ ოქროყანაში ახალგაზრდა გარდაცვლილი უპოვიათ და ალანიას ჰკითხა, უკავშირდებოდა თუ არა ეს ფაქტი, მათი ოქროყანაში ყოფნის მომენტს.



თავდაპირველად ალანიამ უარყო, თუმცა რამდენიმე დღის შემდეგ დადასტურა ამ ორ ფაქტს შორის კავშირი და თქვ, რომ არ ენერვიულა, ყველა საქმის კურსში იყო", - განაცხადა ქოქიაშვილმა.



მოწმის ამ ჩვენებაზე ბრალდებულ დათა ახალაიას ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალეულობა ამ ჩვენებით არ დასტურდება და ეჭვქვეშ აყენებს ბიბილურიძის ჩვენებას, რომელიც ამბობს, რომ მას იარაღი არ ჰქონია. თუმცა ბრალდების მხარე ამბობს, რომ მოწმემ ჩვენებაში თქვა, რომ დავალებები სწორედ დათა ახალაიასგან მოდიოდა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner