logo_geo
eng_logo
ელიზბარ ჯაველიძე: ბანკები - ესენი არიან ჰალსტუხიანი ყაჩაღები!
- +

1 დეკემბერი. 2016. 15:35



„დოლარის კურსი მთელ მსოფლიოში გამყარდა. ჩვენს სამეზობლოშიც ცუდ დღეში ჩავარდა ეროვნული ვალუტა, მაგრამ ეს არ ამართლებს არავის. თუმცა, აჟიოტაჟის ატეხვა რისი მომტანია?!" - აღნიშნული განცხადება „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე ელიზბარ ჯაველიძემ გააკეთა.


აკადემიკოსის თქმით, ლარის კურსის ვარდნასთან ერთად განსაკუთრებით მძიმდება იმ მოქალაქეების მდგომარეობა, რომლებსაც ბანკის ვალები აქვთ.


„მოსახლეობა ვალებში იხრჩობა, გაჭირვებულია ხალხის უმეტესი ნაწილი. ბანკებმა რომ სესხები დაადეს მაღალი პროცენტებით, ეს კიდევ უფრო ამძიმებს მათ ეკონომიკურ მდგომარეობას. არცერთი ბანკი არ მუშაობს ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოსთვის. ესენი არიან ჰალსტუხიანი ყაჩაღები. ამ ყაჩაღების თავი კი არის მამუკა ხაზარაძე, რომელმაც მთელი საქართველო ამოიდო ფეხქვეშ", - განაცხადა ჯაველიძემ.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner