საგარო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისარი ფედერიკა მოგერინი ბრიუსელში განხორციელებული თავდასხმების სერიას იორდანიიდან გამოეხმაურა.
„ეს არის ძალიან სევდიანი დღე ევროპისთვის, ევროპის დედაქალაქი განიცდის იმავე ტკივილს, რასაც ეს რეგიონი.
უკვე ნათელია, რომ ჩვენი ტკივილის მიზეზი ერთია, ჩვენ გავერთიანდით არა მხოლოდ მსხვერპლთა გლოვით, არამედ ამ ქმედებებზე რეაგირებითა და რადიკალიზაციის პრევენციით", - განაცხადა ფედერიკა მოგერინიმ.