ავტორი ალა გრიგალაშვილი
ეკონომისტ ლია ელიავას განცხადებით, ეროვნული ვალუტის გაუფასურება გარდაუვალი პროცესია. როგორც ელიავამ „რეპორტიორის" პრესკლუბში განაცხადა, ეროვნული ვალუტის ინფლაცია კიდევ გაგრძელდება.
„ლარი რომ გაუფასურდებოდა, მე ამას ვიძახდი მთელი წლის განმავლობაში. ლარი კიდევ გაუფასურდება, იმიტომ, რომ ჩვენი ეკონომიკა არ არის მზად მცურავი კურსისთვის. არ არსებობს ეკონომიკაში ჩაშენებული მექანიზმები იმისთვის, რომ ლარის კურსმა შეაჩეროს ვარდნა. ძალიან მარტივი მიზეზის გამო: ლარის კურსი არ ყალიბდება საბაზრო მექანიზმებით. ის არის მეტწილად მოწყვეტილი ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებს. თუ ეროვნული ბანკი არ ჩაერია ლარის კურსის დასტაბილურების პროცესში, ანუ არ დახარჯა ფულადი სახსრები, ლარი განაგრძობს გაუფასურებას. ლარს არ აქვს ფულის ძირითადი ფუნქცია - დაგროვების ფუნქცია. მას არ გააჩნია ავტორიტეტი ქვეყანაში. ჩვენი ეკონომიკა ძირითადად (80 %) დამოკიდებულია იმპორტზე. ქვეყანაში ლარი გამოიყენება გადასახადების გადახდის და წვრილმანი ანგარიშსწორებისთვის. შესაბამისად, ლარს ქვეყანაში არ გააჩნია ფუნქცია. მისი ვარდნა არის გარდაუვალი პროცესი. 1 USD - 2.6 GEL გახდება მონაგონი, როდესაც 1დოლარი 5 ლარი ეღირება", - განაცხადა ელიავამ.