NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ბრიუსელში მომხდარი თავდასხმების გამო ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს:
„ჩემი ფიქრები მათთან არის, ვინც ახლობლები და საყვარელი ადამიანები დაკარგა, მათთან, ვინც დაზარალდა და ასევე, ბელგიელ ხალხთან. ამ ტრაგიკულ დღეს ჩვენი ყველანი ჩვენს მოკავშირე ბელგიასთან ერთად ვართ. ეს არის ლაჩრული თავდასხმა, თავდასხმა ჩვენს ფასეულობებსა და ჩვენს ღია საზოგადოებაზე. ტერორიზმი დემოკრატიას ვერ დაამარცხებს და თავისუფლებას ვერ წაგვართმევს.
ჩვენ გადავწყვიტეთ, NATO-ს შტაბბინაში უსაფრთხოების დონე გავზარდოთ. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით სიტუაციას", - ნათქვამია იენს სტოლტენბერგის განცხადებაში.