logo_geo
eng_logo
ლარის კურსმა გამყარება დაიწყო
- +

1 დეკემბერი. 2016. 17:40



ეროვნული ვალუტის მთელი დღის განმავლობაში გაუფასურების შემდეგ ლარის გაცვლითმა კურსმა დოლართან მიმართებაში გამყარება დაიწყო.

ამ დროისთვის სავალუტო ჯიხურების უმეტესობაში 1 დოლარის გაყიდვა 2,51-2,53 ლარად, ხოლო შეძენა 2.59-2.60 ლარად არის შესაძლებელი. დღის განმავლობაში ლარის კურსი დოლართან სწრაფად უფასურდებოდა და გარკვეულ ეტაპზე ჯიხურებში 2.73-ს მიაღწია.



ეროვნული ბანკის განცხადების შემდეგ, რომ ლარის გაუფასურების რეალური საფუძველი არ არსებობს, ლარმა გამყარება დაიწყო როგორც ბანკებში, ისე სავალუტო ჯიხურებში.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner