logo_geo
eng_logo
დიმიტრი ქუმსიშვილმა ნავთობპროდუქტების იმპორტიორებს საგადასახადო სიახლეები გააცნო
- +

1 დეკემბერი. 2016. 20:37


 

პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა და დისტრიბუტორთა ასოციაციის წევრებს შეხვდა.


შეხვედრაზე საუბარი საქართველოს მთავრობის მიერ მომზადებულ საგადასახადო ცვლილებებზე წარიმართა.


პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ვრცლად ისაუბრა საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებზე და იმ რეფორმებზე, რომელთა მიზანსაც ეკონომიკური ზრდის ტემპის დაჩქარება, მოსახლეობის დასაქმება და კეთილდღეობა წარმოადგენს. მისი თქმით, მთავრობა გეგმავს, ერთი მხრივ, შეამციროს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი და ამავე დროს, გაზარდოს საბიუჯეტო შემოსავლები.


შეხვედრაზე აღინიშნა, რომ დარგი შეეცდება მომზადებული შეხვდეს დაგეგმილ ცვლილებებს.


ასევე ითქვა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ხელმძღვანელობა დარგობრივი ბიზნეს-ასოციაციების წარმომადგენლებთან რეგულარული შეხვედრების მოწყობას მომავალშიც გეგმავს.










 

right_banner right_banner
არქივი
right_banner