რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია დაამტკიცა, რომელიც სამართლებრივი ინფორმაციის ინტერნეტ-პორტალზე გამოქვეყნდა.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, რუსეთი არ შეეგუება მასზე სამხედრო, პოლიტიკური, ეკონომიკური ან სხვა სახის ზეწოლის განხორციელების მცდელობას. რუსეთი ასევე იტოვებს უფლებას, ხისტად მოახდინოს რეაგირება არამეგობრულ ქმედებებზე, მათ შორის ნაციონალური თავდაცვის გაძლიერებისა და სარკისებრი ან ასიმეტრიული ზომების მიღების გზით.
ახალი კონცეფციის თანახმად, რუსეთი დაინტერესებულია აშშ-სთან ურთიერთმომგებიანი ურთიერთობების არსებობით, რომელიც დიალოგის განვითარება მხოლოდ თანასწორი უფლებების, ინტერესების ურთიერთპატივისცემისა და ერთმანეთის საქმეებში ჩაურევლობის საფუძველზეა შესაძლებელი.