logo_geo
eng_logo
ირაკლი კოვზანაძე: 2003 წლის შემდეგ ამერიკული დოლარი ასეთი მყარი არასდროს ყოფილა
- +

1 დეკემბერი. 2016. 21:08



„ლარის გაუფასურების პროცესი უნდა განვიხილოთ ორი მიმართულებით, შიდა და საგარეო ფაქტორები. შიდა ფაქტორებიდან გამომდინარე არცერთი ფუნდამენტური ფაქტორი არ გაუარსებულა. ბოლო 10 თვის განმავლობაში ჩვენი მიმდინარე ანგარიში ან დეფიციტი, საგარეო-შიდა ვაჭრობა, არცერთი ფაქტორი მნიშვნელოვნად გაუარესებული არ არის, რომელსაც შეეძლო რაიმე გავლენა მოეხდინა ჩვენს ვალუტაზე",- ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში ისაუბრა. როგორც კოვზანაძე აღნიშნავს, კურსი 2,70 მოთხოვნის შოკი არ ყოფილა ეს იყო მიწოდების შოკი და ახლა კურსი 2,58-ია.



„ეგზოგენური ფაქტორები, რომლებმაც ლარზე გავლენა მოახდინა. 2003 წლის შემდეგ ამერიკული დოლარი ასეთი მყარი არასდროს ყოფილა, როგორც ბოლო პერიოდშია. ბოლო 3 კვირის განმავლობაში დოლარი 8 %-ით გამყარდა. საქართველო არის პატარა ქვეყნა, მცირე საფინანსო სექტორით და ბუნებრივია ეს პროცესი მასზე გავლენას ახდენს. თურქული ლირაც დევალვაციას განიცდის, აზერბაიჯანული მანათიც, ამიტომ ეს ფაქტორები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. ემოციური სპონტანური რეაქციები იყო და ეს არ იყო მოთხოვნის შოკი, ეს იყო მიწოდების შოკი. მას შემდგე რაც ეროვნულმა ბანკმა სწორი ანალიზი მოახდინა და განცხადება გააკეთა, ბაზრის მოთამაშეებმა/მონაწილეებმა მიწოდება აღადგინეს, რის შემდეგაც წამოვიდა კურსი 2,7. ახლა რომ ნახოთ კურსი არის 2,58 და მხოლოდ მიწოდების შოკი იყო",- განაცხადა კოვზანაძემ.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner