logo_geo
eng_logo
წამებისა და არაადამიანური მოპყრობისათვის ჩადენილი დანაშაულისათვის სასჯელის ზომა მკაცრდება
- +

1 დეკემბერი. 2016. 21:38



წამებისა და არაადამიანური მოპყრობისათვის ჩადენილი დანაშაულისთვის სასჯელის ზომის გამკაცრებაზე პარლამენტი იმსჯელებს. შესაბამისი კანონპროექტი იურიდულმა კომიტეტმა დაამტკიცა. ფართოვდება წამების ობიექტთა წრე და გარკვეულ შემთხვევებში, პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების ხანდაზმულობაც არ გამოიყენება.


წარმოდგენილი კანონის პროექტის შესაბამისად დაკონკრეტდა დეფინიცია, რომელიც ითვალისწინებს სისხლის-სამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებას ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო. ხანდაზმულობა არ გამოიყენება კონკრეტული მუხლებით გათვალისწინებული ქმედებების მიმართ. კერძოდ: მუხლების, რომლებიც ითვალისწინებს წამებას, წამების მუქარას და დამამცირებელ ან არაადამიანურ მოპყრობას.


ასევე, ახლებურად განისაზღვრა ძალადობის მუხლი, ცემა განისაზღვრა ძალადობის ერთ-ერთ სახედ და შესაბამისად კოდექსიდან ამოიღეს მუხლი, რომელიც ცაკლე ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას ცემისათვის.


დაზუსტდა პასუხისმგებლობა წამებისა (მაგალითად: დამამძიმებელ გარემოებათა ჩამონათვალს დაემატა ისეთი გარემოებები, როგორიცაა - სამედიცინო მანიპულაციების, მედიკამენტების ან სპეციალური ინსტრუმენტების (ხელსაწყოების) გამოყენებით, რომლებიც განკუთვნილია წამებისთვის.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner