logo_geo
eng_logo
ლევან ქისტაური: ამ მოცემულობაში შეიძლება ვივარაუდოთ, რომ საგარეო ფაქტორი ერთ-ერთი ფაქტორია
- +

2 დეკემბერი. 2016. 00:01



ეკონომიკის დოქტორმა, ლევან ქისტაურმა გადაცემა 2030-ში სტუმრობისას განაცხადა, რომ ძნელია, ლარის კურსის ვარდნა ერთ ფაქტორს დავუკავშიროთ, რადგან ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განახლებული ინფორმაცია არ გვაქვს. როგორც ქისტაურმა აღნიშნა, 2 დეკემბერს გამოჩნდება, შექმნილი მდგომარეობით ბანკებმა იზარალეს თუ მოგება ნახეს. ქისთაურმა ასევე დასძინა, რომ განცხადებები, იმის თაობაზე თითქოს შექმნილ ვითარებაში ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ხელი ურევია არასერიოზულია.


„ამ მოცემულობაში შეიძლება ვივარაუდოთ, რომ  საგარეო ფაქტორი ერთ-ერთი ფაქტორია. თუ დავაკვირდებით, ბოლო ორი დღის განმავლობაში ნავთობის ფასი დაახლოებით, 10%-ით დავარდა და ვფიქრობ, ამას გარკვეული გავლენა ჰქონდა. ასევე არის აჟიოტაჟური განწყობა. ვერ დავეთანხმები მოსაზრებას, თითქოს ეს მთავრობის ახალი გეგმიდან გამომდინარეობს.

 

კეთდება განცხადებები, რომ შექმნილ ვითარებაში ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ხელი ურევია, რაც ჩემი აზრით, არასერიოზულია. საერთოდ, ეკონომიკურ პროცესებში შეთქმულების თეორიის წინააღმდეგი ვარ", - განაცხადა ლევან ქისტაურმა.

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner