საპარლამენტო უმარავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე ბრიუსელში მომხდარ ტერორისტულ აქტებს გამოეხმაურა.
„დღეს, მსოფლიო მორიგი განსაცდელის წინაშე აღმოჩნდა. აფეთქება ევროპის შუაგულში - ამჯერად სამიზნე ბრიუსელი იყო. ისევ მსხვერპლი, დაიღუპნენ უდანაშაულო ადამიანები. მიუხედავად გატარებული ღონისძიებებისა, ტერორიზმისგან თავდაცვის ძლიერი მექანიზმი ჯერ კიდევ ვერ შეიქმნა. ყველა სახელმწიფო, საერთაშორისო ორგანიზაციები უნდა გავერთიანდეთ და თანამშრომლობის უპრეცენდენტო ღონისძიებები გამოვიყენოთ ტერორიზმის პრევენციისათვის", - წერს ზვიად კვაჭანტირაძე „facebook"-გვერდზე.