logo_geo
eng_logo
გიორგი ცუცქირიძე: თუ დავწყნარდებით ყველაფერი კარგად იქნება
- +

2 დეკემბერი. 2016. 00:34



ბანკების ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი ცუცქირიძემ გადაცემა 2030-ში განაცხადა, რომ თუ ჩვენ სწრაფი გარდაქმნა და რეფორმები გვინდა, მთავრობას არაპოპულარული ნაბიჯების გადადგმის არ უნდა შეეშინდეს და კიდევ უფრო აქტიური უნდა იყოს. მისი თქმით, თუ სწრაფი ზრდა გვინდა, უნდა შევთანხმდეთ და რეინდუსტრიალიზაცია მოვახდინოთ.


„თუ ყველა გადაწყვეტილებაზე ასეთი პანიკა ატყდა და საზოგადოება გარდაქმნებს არ მიჰყვა, ამ რეფორმიდან არაფერი არ გამოვა. გლობალური კრიზისებიდან გამომდინარე, დღეს მსოფლიოში, ძალიან ბევრი ქვეყნის წინაშე ეკონომიკის სწრაფი ზრდის ფორმულის საკითხი სერიოზულად დგას. ადგილობრივი წარმოების სტიმულირება სერიოზული პრობლებაა, რაც აქამდე არ განიხილებოდა და, რაც ბოლო წლებში გადაიხედა. არ იმუშავა აქტივობის ბაზრისთვის მინდობის მოდელმა, რაც თითქოს კეთილდღეობას თვითონ შექმნიდა. ეს მსოფლიოს მხოლოდ რამდენიმე ქვეყანამ შეძლო.

 

უნდა შევქმნათ რეალური წარმოება, რის გარეშეც სწრაფი ზრდა არ მიიღწევა და ლარის კურსზე მაშინვე აისახება მსოფლიოში მომხდარი პატარა რყევებიც კი. დიდი ეკონომიკებისგან განსხვავებით, პატარა ეკონომიკებს სხვა სპეციფიკა აქვს. ჩვენ ღია ეკონომიკაში ვართ და  გლობალურ ბაზრებზე პატარა გაფაჩუნებაც კი ჩვენზე გავლებას ახდენს", - განაცხადა ცუცქირიძემ.


როგორც მან აღნიშნა,  საქართველოში ხელის სხვისკენ გაშვერა უყვართ, რაც ძალიან ცუდია.


„ბანკების მიერ განხორციელებულ სპეკულაციებთან დაკავშირებით არაერთი განცხადება 2014 წელსაც მოვისმინეთ, როცა სავალუტო რყევები დაიწყო. არადა, მოგება-ზარალის უწყისების ნახვა ყველას შეუძლია და მაშინდელი სტატისტიკა რომ ნახოთ, იმ პერიოდში სავალუტო ოპერაციებიდან ბანკებმა ზარალი მიიღეს. მაშინ ყველა ამტკიცებდა, რომ ბანკები სპეკულაციურ მოქმედებებს ახორციელებდნენ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ რეალურად, ეს ასე არ ყოფილა. ნებისმიერი რყევის დროს, დარტყმას პირველი, საბანკო სექტორი იღებს. სამწუხაროა, როცა ისეთი განცხადებები კეთდება, რომელიც არანაირ არგუმენტს არ ეყრდნობა", - განაცხადა გიორგი ცუცქირიძემ.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner