ფრანსუა ოლანდმა საფრანგეთის პრეზიდენტის თანამდებობაზე მეორე ვადით კენჭისყრაზე უარი განაცხადა. საფრანგეთის პრეზიდენტმა ასევე მოსახლეობა ულტრამემარჯვენე „ნაციონალური ფრონტის" მხრიდან საფრთხის შესახებ გააფრთხილა.
„გადავწყვიტე, რომ არ ვიქნები კანდიდატი მომავალ არჩევნებზე", - აღნიშნა ოლანდმა.
ჯერჯერობით უცნობია, ვინ იქნება მმართველი სოციალისტური პარტიის კანდიდატი 2017 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე, თუმცა ვარაუდობენ, რომ კენჭისყრას მოქმედი პრემიერ-მინისტრი მანუელ ვალსი გეგმავს. სოციალისტური პარტიის პრაიმერი იანვარში გაიმართება.