თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა ანკარაში გამართულ თურქი მეწარმეების ასოციაციის საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ მოთმინების ფიალაც ივსება და თურქეთი ვალდებული არ არის მუდმივად დავიცვას ევროპა რეგიონალური საფრთხეებისგან.
„თურქეთი ევროპის რეგიონალური საფრთხეების წინაშე უსაფრთხოების ყველაზე დიდი გარანტია. ბოლო 5-6 წლის განმავლობაში თურქეთს წინააღმდეგობა რომ არ გაეწია რეგიონალურ საფრთხეებზე, ევროპა ვერ შეძლებდა მათ გამკლავებას. მაგრამ ჩვენი მოთმინების ფიალაც ივსება. ვალდებული არ ვართ მუდმივად დავიცვათ ევროპა რეგიონალური საფრთხეებისგან", - განაცხადა ილდირიმმა.