შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თავდაცვის მდივნად გადამდგარ გენერალ ჯეიმს მატისს ასახელებს. მატისს „გიჟი ძაღლის" მეტსახელით მოიხსენიებენ. აღნიშნული სახელი მას 1991 წლის სპარსეთის ყურის ომის დროს შეარქვეს.იგივე სახელით მოიხსენიებდნენ მას 2000-იანი წლებში ავღანეთსა და ერაყში.
„გენერალი მატისი ძლიერი და ღირსეული ადამიანია. მე მას შევხვდი და ვკითხე - რა აზრის ხარ დაკითხვისას წყლით დახრჩობის იმიტაციის გამოყენებაზე. არ გამკვირვებია მისი პასუხი. მან თქვა, რომ ამ მეთოდს შედეგი არ მოაქვს", - ასე გამოეხმაურა ტრამპი მატისის კანდიდატურას გაზეთ New york times-ის ინტერვიუში.
არჩეული პრეზიდენტი მატისს, ოფიციალურად, სავარაუდოდ, მომავალ კვირას წარადგენს.