ჰიდრომეტეოლოგიური სამსახურის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განაცხადა, რომ 10 დეკემბრამდე საქართველოში არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება.
როგორც ნიორაძემ აღნიშნა, 1, 2 და 3 დეკემბერს მოსალოდნელია წვიმა, მაღალ მთაში თოვლი, ხოლო 2 დეკემბრიდან ძლიერი ქარი. რაც შეეხება ჰაერის ტემპერატურას, ღამით მოსალოდნელია დასავლეთ საქართველოს დაბლობში 2-7 გრადუსი და დღისით 3-8 გრადუსი.