„გიწვევთ დებატებში და იმედია არ შეშინდებით!!!" - წერს მოძრაობა „ეროვნულების" ლიდერი სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელ „Facebook"-გვერდზე და ნაციონალური მოძრაობის წევრებსა და გიგა ბოკერიას მიმართავს.
„გიგა, გამოდი ნუ იმალები,კულისებში ფარდის უკან მაინც მოჩანს შენი სილუეტი!!! შესანიშნავი რამ მოხდა დღეს, ჰომოსექსუალები ღიად დამიპირისპირდნენ და საჯაროდ განაცხადეს, რომ არა ჩვენი საკონსტიტუციო შესწორება, მაშინ იურიდიულად მათ მოგებული ქონდათ საკონსტიტუციო სასამართლო. ძალიან კარგია როდესაც ადამიანები ესე ღიად აცხადებენ თავიანთ ზრახვებს, სიმართლე გითხრათ მათი მესმის, რადგან ბუნებრივია, რომ მათ სურთ ერთსქესიანთა ქორწინებაც და ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდაც, ამიტომ ისინი საშიშები არ არიან. მინდა მივმართო ვინც საშიშია და ვინც დირიჟორობს ყოველივე ამას. პატივცემულო ნაცებო და ბატონო ბოკერია - არაა მართლზომიერი და ჰუმანური სექსუალური უმცირესობების გამოყენება თქვენს მიერ უცხოელებთან აღებული ვალდებულებების შესასრულებლად, მგონი გეყოფათ ვაჟკაცობა ღიად განაცხადოთ, რომ მხარს უჭერთ და თქვენი მიზანია ე.წ. ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება, გამობრძანდით ღია ეთერში და საქართველოს მოსახლეობის თვალწინ ღიად ვიდებატოთ, ხოლო ამის შემდეგ გადაწყვიტოს ყველამ ვის მხარესაა ჭეშმარიტება, თორემ უკვე დავიღალე თქვენს მიერ შეკვეთილი პროვოკაციების ცქერით, ხომ იცით რომ ესეთები ჩემთან შედეგის მომტანი არაა და კიდევ უფრო აღმანთებს ჩვენი ეროვნული ინტერესებისათვის საბრძოლველად. გიწვევთ დებატებში და იმედია არ შეშინდებით!!!"- წერს სანდრო ბრეგაძე.