თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა ანკარაში პრეზიდენტის სასახლეში რეგიონების ხელმძღვანელებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ევროპული ქვეყნები თურქეთს ევროპიდან ვერ გარიცხავენ. მისი თქმით, თურქეთი ევროპაში სტუმარი კი არა, მასპინძელია.
„თურქეთი მზად არის, ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი გახდეს, თუ ბრიუსელი უარს იტყვის ორმაგი სტანდარტების პოლიტიკაზე. ჩვენ ვეუბნებით ევროპას - თქვენ მიიღებთ იმდენს, რამდენსაც გასცემთ. ჩვენ ამოვწურეთ მოთმინება და ენერგია, რომ ევროპას ვდიოთ", - განაცხადა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა.
თურქეთმა ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი ჯერ კიდევ 1987 წელს შეიტანა. ქვეყნის ევროკავშირში შესვლის შესახებ მოლაპარაკებები კი 2005 წელს დაიწყო.