logo_geo
eng_logo
რეჯეფ ტაიპ ერდოღანი: თურქეთი ევროპაში სტუმარი კი არა, მასპინძელია
- +

2 დეკემბერი. 2016. 11:04



თურქეთის პრეზიდენტმა რეჯე ტაიპ ერდოღანმა ანკარაში პრეზიდენტის სასახლეში რეგიონების ხელმძღვანელებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ევროპული ქვეყნები თურქეთს ევროპიდან ვერ გარიცხავენ. მისი თქმით, თურქეთი ევროპაში სტუმარი კი არა, მასპინძელია.



თურქეთი მზად არის, ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი გახდეს, თუ ბრიუსელი უარს იტყვის ორმაგი სტანდარტების პოლიტიკაზე. ჩვენ ვეუბნებით ევროპას - თქვენ მიიღებთ იმდენს, რამდენსაც გასცემთ. ჩვენ ამოვწურეთ მოთმინება და ენერგია, რომ ევროპას ვდიოთ", - განაცხადა რეჯე ტაიპ ერდოღანმა.



თურქეთმა ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი ჯერ კიდევ 1987 წელს შეიტანა. ქვეყნის ევროკავშირში შესვლის შესახებ მოლაპარაკებები კი 2005 წელს დაიწყო.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner